თავში

თბილისში ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის ფაქტები გამოვლინდა

თბილისში ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის ფაქტები გამოვლინდა
თბილისში ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის ფაქტები გამოვლინდა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ე.წ. „სააფთიაქო ნარკომანიის“ ფაქტები გამოავლინა.

უწყების ცნობით, საგამოძიებო სამსახური აგრძელებს აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს ე.წ. „სააფთიაქო ნარკომანიის“ ფაქტების გამოვლენა-აღკვეთის მიზნით.

"გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, მიმდინარე წლის 23 დეკემბერს, ქალაქ თბილისის მასშტაბით გამოვლენილ იქნა ფსიქოტროპული მედიკამენტებით ვაჭრობის ნებართვის არმქონე 19 აფთიაქი, საიდანაც სისტემატურად, ყოველგვარი რეცეპტის გარეშე ხდებოდა სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეალიზაცია.საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აღნიშნული აფთიაქებიდან ამოღებულია დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული მედიკამენტი, რომელთა ნაწილი განთავსებული იყო როგორც დახლებზე, ასევე ობიექტებზე არსებულ სხვადასხვა სამალავში.გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1-დან 3 წლამდე ვადით." - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system