თავში

თბილისში, კიდევ ერთ ლესბოსელ წყვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ

​თბილისში, კიდევ ერთ ლესბოსელ წყვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ
თბილისში, კიდევ ერთ ლესბოსელ წყვილს  ფიზიკურად გაუსწორდნენ

თბილისში, კიდევ ერთ ლესბოსელ წყვილს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

თავდამსხმელი იმავე ბინის მეპატრონეა, სადაც წყვილი დროებით ცხოვრობს.

მხარეებს შორის დაპირისპირება, წყვილის მხრიდან მაღალი მუსიკის ხმამ და ხმაურმა გამოიწვია.

შემთხვევა ვაკეში გამთენიისას მოხდა.

ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში report.ge-ს განუცხადეს, სახლის მეპატრონეს გამოეწერა შემაკავებელი ორდერი. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას ნიშნავს.

თბილისში მსგავსი შემთხვევა 21 აპრილს მოხდა, ლესბოსელ წყვილს მცირეწლოვანი ბავშვის თანდასწრებით თავს დაესხნენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system