
თბილისში, ყაზბეგის ქუჩაზე მამაკაცი დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, საცხოვრებელ კორპუსთან ერთმანეთს რამდენიმე პირი დაუპირისპირდა, რის შედეგადაც, დაპირისპირების ერთ-ერთი მონაწილე დაიჭრა.
შემთხვევის ადგილზე, გვიან ღამემდე ექსპერტ-კრიმინალისტები საგამოძიებო მოქმედებებს ატარებდნენ.
როგორც Report.ge-ს შსს-ში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.