თავში

ავტომობილების გაქურდვისთვის თბილისში ძმები დააკავეს

ავტომობილების გაქურდვისთვის თბილისში ძმები დააკავეს
ავტომობილების გაქურდვისთვის თბილისში ძმები დააკავეს

ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ძმები - 1993 წელს დაბადებული ა. წ. და 1997 წელს დაბადებული გ.წ. ავტომობილების გაქურდვის ბრალდებით დააკავეს,- ამის შესახებ report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ვასილ თამარაშვილისა და გულრიფშის ქუჩებზე, მოქალაქეების კუთვნილი ავტომობილებიდან აკუმულატორები მოიპარეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები მომხდარიდან რამდენიმე დღეში დააკავეს.

დაკავებულებმა ნაძალადევის რაიონში მათ მიერ ჩადენილი კიდევ ორი ავტომანქანის გაქურდვის ფაქტი აღიარეს.

სამართალდამცველებმა მოპარული აკუმულატორები ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

გამოძიება საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ ჩადენილ ქურდობის ფაქტებზე მიმდინარეობს.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system