თავში

თელავის მთავარი ნაძვის ხე და ილუმინაციები დააზიანეს

თელავის მთავარი ნაძვის ხე და ილუმინაციები დააზიანეს
თელავის მთავარი ნაძვის ხე და ილუმინაციები დააზიანეს

თელავის ცენტრალურ მოედანზე, ქალაქის მთავარი ნაძვის ხის ნაწილი და საახალწლო ილუმინაციები დაწვეს.

„თელავის მთავარი ნაძვის ხისა და ილუმინაციების პარალელურად, დააზიანეს ალაზნის გამზირისა და კავკასიონის ქუჩის კვეთაზე მდებარე ნაძვის ხის განათებაც. მოგმართავთ თხოვნით, გამოვიჩინოთ სამოქალაქო პასუხისმგებლობა და გავუფრთხილდეთ ჩვენს ქალაქს. ვანდალიზმის ნებისმიერი ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, თელავის მუნიციპალიტეტის მერია გაატარებს კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებებს“, - აღნიშნულია მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებაში.

მერიაში ამბობენ, რომ ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა ნაძვის ხე და საახალწლო ილუმინაციები დააზიანეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system