თავში

თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი მოკლეს

თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი მოკლეს
თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი მოკლეს

იყალთოში თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი, ექიმი ზურაბ საჩიშვილი მოკლეს. დაჭრილია კიდევ ერთი პირი, თელავის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსი ლევან ბერძენიშვილი.

გავრცელებული ინფორმაციით, ზურაბ საჩიშვილს თელავის პოლიციის უფროსის მოადგილემ, ვანო ზანდარაშვილმა ესროლა. ამ ეტაპზე, დაპირისპირების მიზეზი უცნობია. 

თვითმხილველების ინფორმაციით, ისინი ერთერთ ადგილობრივთან სუფრაზე იმყოფებოდნენ. მკვლელობას წინ სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა.

ადგილზე ამ დროისათვის სამართალდამცველები იმყოფებიან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system