თავში

თელავში 27 წლის მამაკაცმა მშობლები და ბებია მოკლა

თელავში 27 წლის მამაკაცმა მშობლები და ბებია მოკლა
თელავში 27 წლის მამაკაცმა მშობლები და ბებია მოკლა

თელავში, ოჯახის სამი წევრი მოკლეს. ჩვენი ინფორმაციით 27 წლის ახალგაზრდამ მშობლები და ბებია ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. 

შემთხვევა ცოტა ხნის წინ გოშაძის ქუჩაზე მოხდა. ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს დამნაშავის დაკავების ოპერაცია. რა გახდა მკვლელობის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.

როგორც შსს-მ Report.ge-ს განუცხადა, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე-11 პრიმა და (დანაშაული ოჯახის წევრის მიმართ) 109-ე მუხლის მიხედვით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს დამამძიმებელ გარემოებაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system