თავში

თემქაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შსს-მ ორი პირი დააკავა

თემქაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შსს-მ ორი პირი დააკავა
თემქაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შსს-მ ორი პირი დააკავა

თემქაზე მომხდარი მკვლელობის გამო 1989 წელს დაბადებული მამაკაცი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია Report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიაწოდეს. 

"ბრალდებული, მეგობარ გოგონასთან - 1999 წელს დაბადებულ ა.უ.-სთან და კიდევ ერთ ნაცნობთან - 1984 წელს დაბადებულ მ.მ.-სთან ერთად, 1983 წელს დაბადებული ლ.შ.-ის კუთვნილ საცხოვრებელ ბინაში სტუმრად იმყოფებოდა.

მ.მ.-სა და ნ.ნ.-ს შორის მომხდარი ურთიერთშელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა, რა დროსაც ნ.ნ.-მ ცივი იარაღის გამოყენებით მ.მ.-სა და ლ.შ.-ს. სხეულზე დაზიანებები მიაყენა. ლ.შ. - მ გაქცევა მოასწრო, ხოლო მ.მ. მიყენებული ჭრილობების შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა. ლ.შ. სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით გადაყვანილია ერთ-ერთ საავადმყოფოში.

ბრალდებულმა, კვალის დაფარვის მიზნით, შემთხვევის ადგილზე ხანძარი გააჩინა და თანმხლებ გოგონასთან ერთად მიიმალა.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა, შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად, დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. ნ.ნ.-ის თანმხლებმა გოგონამ - 1999 წელს დაბადებულმა ა.უ.-მ მომხდარი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ სამართალდამცველებს არ შეატყობინა, რის გამოც პოლიციამ იგი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავა. დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აცხადებენ შსს-ში.

გამოძიება განზრახ მკვლელობის, ასევე, ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის, სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურებისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე, 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system