თავში

თიანეთში მკვლელობისთვის 26 წლის კაცი დააკავეს

თიანეთში მკვლელობისთვის 26 წლის კაცი დააკავეს
თიანეთში მკვლელობისთვის 26 წლის კაცი დააკავეს

თიანეთში, მომხდარი მკვლელობის ფაქტზე 26 წლის კაცი დააკავეს. მომხდართან დაკავშირებით შსს ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.

"სამართალდამცველებმა თიანეთში 1995 წელს დაბადებული ბ.ხ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა 1959 წელს დაბადებულ კ.ჩ.- ს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system