თავში

თოფაძე: მთელი ოთახი სისხლშია, პირველად ჩემმა მეუღლემ გაიგო კივილი

თოფაძე: მთელი ოთახი სისხლშია, პირველად ჩემმა მეუღლემ გაიგო კივილი
თოფაძე: მთელი ოთახი სისხლშია, პირველად ჩემმა მეუღლემ გაიგო კივილი

ჩემი შვილიშვილი ჯერჯერობით მართვით სუნთქვაზეა და ალბათ, ერთი დღე ასე იქნება. ოპერაცია ჩაუტარდა და ახლა მეუნებიან, რომ შეიძლება კიდევ დასჭირდეს, თუმცა ჯერ არ ვიცი, - ამის შესახებ ბიზნესმენმა გოგი თოფაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ის, მისი მეუღლე და მათ ოჯახში სტუმრად მყოფი პირები გამოძიებამ უკვე გამოკითხა.

„გამოკითხვაზე ვიყავით მეც, ჩემი ცოლიც და ის ოთხი ბავშვი, ვინც იმ ღამეს ჩვენთან სახლში იყო. ჩემი მეუღლეც კინაღამ დაიჭრა. ლევანი დანით არის დაჭრილი. ჩვენ გვეძინა. პირველად ჩემმა მეუღლემ გაიგო წივილი, დაინახა, რომ ურტყამენ თავის შვილიშვილს, ეს აშველებდა, კინაღამ ისიც მოყვა ამაში. ის გაქცეული იყო, ზევით რომ ამოვედით, არც მინახავს. პირდაპირ გეტყვით, დილის 05:00 საათზე რომ შემოგივარდება კაცი, იქ, სადაც შენი ბავშვები არიან, თითქმის მომიკლა შვილიშვილი, რა უნდა გავაკეთო, რა, ახლა შემეცოდება, თუ რა?

ოთახი, ბინა, სადაც მოხდა ეს ტრაგედია სისხლშია სულ კედლები, იატაკი და ყველაფერი. ვუთხარი, რომ იქ ცხოვრობს ჩემი შვილიშვილი და ოჯახის წევრები, ამიტომ უნდა გავწმინდოთ ეს ყველაფერი. 2 დღე დაგვაცადეთ, ის გოგონაც უნდა დაკითხონ, შეიძლება კიდევ ერთი ბიჭი დაკითხონ. იქ იყო სამი ვაჟი და ერთი გოგონა. ოთხნი იყვნენ, ყავას სვამდნენ, როდესაც ამოვიდა ეს ბატონი და ატეხა ეს ამბავი" - განაცხადა გოგი თოფაძემ.

ცნობისთვის, ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილის დაჭრის ფაქტზე, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილი, ბუსა ჟვანია დააკავეს.

ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system