თავში

ტყიბულში მომხდარი სასტიკი მკვლელობის დეტალები

ტყიბულში მომხდარი სასტიკი მკვლელობის დეტალები
ტყიბულში მომხდარი სასტიკი მკვლელობის დეტალები

ტყიბულში მომხდარი მკვლელობის საქმეზე პოლიციამ ხუთი პირი აიყვანა.

რა სტატუსით მიმდინარეობს მათი დაკითხვა ტყიბულის პოლიციაში და ვინ არიან ისინი, ამ დროისთვის ოფიციალური ინფორმაცია არ ვრცელდება.

"ჩემი მეუღლე გუშინ წამოვიდა სახლში, მეგობრის დაბადების დღე იყო. ამ დროს მოწამეთის გზაზე გაჩერდა მანქანა და გადმოვიდნენ სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულები, როგორც შემდეგ გაირკვა ყოფილან თანამშრომლები. ძირს დააწვინეს, ისროდნენ ავტომატს. ნაცემები მოიყვანეს განყოფილებაში. თურმე ყოფილა მოწმის სტატუსით მოყვანილი, დაკავების ოქმიც არ არის შევსებული,"- აცხადებს ჟურნალისტებთან ერთ-ერთი პირის მეუღლე ნინო მეფარიშვილი.

შეგახსენებთ, ტყიბულში მოკლული კაცი 40 წლის ზაურ (კუკა) სოფრომაძეა.

არსებული ინფორმაციით ის საკუთარ მანქანაში ჩაცხრილეს.

როგორც Report.ge-ს შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მათივე ინფორმაციით, მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system