თავში

ტრანსგენდერი ქალის მკვლელობისთვის 23 წლის კალათბურთელია დაკავებული

ტრანსგენდერი ქალის მკვლელობისთვის 23 წლის კალათბურთელია დაკავებული
ტრანსგენდერი ქალის მკვლელობისთვის 23 წლის კალათბურთელია დაკავებული

გავრცელებული ინფორმაციით, ტრანსგენდერი ქალის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული პირი 23 წლის კალათბურთელი, ვაჩე ცაკაშვილია. 

საქმის მასალების თანახმად, ცაკაშვილმა "მასაჟის სალონში" უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყელი გამოჭრა და მიიმალა.

23 წლის კაცი მკვლელობიდან რამდენიმე საათში დააკავეს

ახვლედიანის ქუჩაზე მდებარე მასაჟის სალონში დასაქმებული ტაილანდის მოქალაქის მკვლელობის შემდეგ, ბრალდებულმა ასევე დაჭრა კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც კლინიკიდან მალევე გაწერეს.

რაც შეეხება მკვლელობის მოტივს, ერთ-ერთი ვერსიით, ფაქტი ტრანსფობიურ ნიადაგზე მოხდა. კერძოდ, ცაკაშვილმა ტრანსგენდერ ქალს სასიკვდილო ჭრილობები მას შემდეგ მიაყენა, რაც მისი იდენტობის შესახებ გაიგო.

სალონში დასაქმებულების ინფორმაციით, კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც კაცმა მასაჟის გარდა დამატებითი მომახურება მოითხოვა.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. 

ცნობისთვის, თბილისში, ვერაზე 38 წლის ქალი მოკლეს, რომელიც ტაილანდის მოქალაქეა. ის თბილისში 2 კვირით იყო ჩამოსული და მასაჟის ცენტრში დროებით მუშაობდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system