თავში

ტრაპეზზე დაწყებული კონფლიქტის დეტალები

ტრაპეზზე დაწყებული კონფლიქტის დეტალები
ტრაპეზზე დაწყებული კონფლიქტის დეტალები

ყინწვისის მონასტერში სასულიერო პირებს შორის მომხდარი დაპირისპირების შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც ირკვევა სასულიერო პირებს შორის კონფლიქტი აღდგომის დღესასწაულზე ტრაპეზის დროს დაიწყო. დაპირისპირებას ორი მონასტრის წინამძღვარს შორის სხვა სასულიერო პირებიც ესწრებოდნენ. მათი გაშველება მეუფე იობმა სცადა თუმცა დაპირისპირება იმდენად გამწვავდა, რომ მამა დავითმა კეთილგონიერი ავაზაკის მონასტრის წინამძღვრის, მამა საბას მანქანას ცეცხლი გაუხსნა.

რა გახდა მათ შორის დაპირისპირების მიზეზი უცნობია. ყინწვისში მდებარე რამდენიმე მონასტრის სასულიერო პირები მხოლოდ იმას ამბობენ რომ მამა დავითი და მამა საბა მეგობრები იყვნენ.

გამოძიება მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. დაკავებულს 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system