თავში

ტრეფიკინგის ბრალდებით თბილისში 1 პირი დააკავეს

ტრეფიკინგის ბრალდებით თბილისში 1 პირი დააკავეს
ტრეფიკინგის ბრალდებით თბილისში 1 პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგი) ბრალდებით მოსამართლის განჩინების საფუძველზე 1984 წელს დაბადებული გ.ჩ. თბილისში დააკავეს. ამის შესახებ report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გ.ჩ.-მ მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით შეიმუშავა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) გეგმა. იგი 1976 წელს დაბადებულ ნ.ჩ.-ს სისტემატურად უწევდა შრომით ექსპლუატაციას, კერძოდ, დამცირებით, აბუჩად აგდებით და ფიზიკური ძალადობის გამოყენების მუქარით, აიძულებდა თბილისის სხვადასხვა ქუჩებში, ყოველდღიურად მოწყალება ეთხოვა. ბრალდებული ნ. ჩ.-ს მიერ აღნიშნული გზით შეგროვებულ თანხებს ისაკუთრებდა", - აცხადებენ შსს-ში.

უწყების ცნობით, ტრეფიკინგის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

დანაშაული 7-დან 12-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system