თავში

ვინ სცადა ახალგაზრდა ქალის დაწვა - ახალი დეტალები

ვინ სცადა ახალგაზრდა ქალის დაწვა - ახალი დეტალები
ვინ სცადა ახალგაზრდა ქალის დაწვა - ახალი დეტალები

თბილისში 23 წლის გოგოს დაწვა სცადეს. ახალგაზრდა ქალს ბენზინი შეასხეს და ცეცხლი წაუკიდეს. 

გავრცელებული ინფორმაციით, გოგოს დაწვა შეყვარებულმა სცადა. 24 წლის კაცი გოგოს, მისსავე საცხოვრებელ სახლთან დაესხა თავს, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა. 

სამართალდამცველებმა ბრალდებული განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დააკავეს. ნივთმტკიცებად ბენზინის ბოთლი ამოიღეს. დაკავებული დანაშაულს აღიარებს.

განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რაც შეეხება გოგოს მდგომარეობას, ექიმების შეფასებით, მისი მდგომარეობა მძიმეა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system