თავში

წალკაში მომხდარი მკვლელობისთვის მრავალჯერ ნასამართლევი პირი დააკავეს - VIDEO

წალკაში მომხდარი მკვლელობისთვის მრავალჯერ ნასამართლევი პირი დააკავეს
წალკაში მომხდარი მკვლელობისთვის მრავალჯერ ნასამართლევი პირი დააკავეს  - VIDEO

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა წალკაში მომხდარი ყაჩაღობისა და მკვლელობის ფაქტზე, ორი პირი დააკავეს. ერთი მათგანი წარსულში მრავალჯერ ნასამართლევია. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულები წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ არწივანში, ღამით, ყაჩაღურად თავს დაესხნენ ადგილობრივი მცხოვრების საცხოვრებელ სახლს და მას ფული მოსთხოვეს. გამოძიებით დადგინდა, რომ წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ, ერთ-ერთმა თავდამსხმელმა მას ბლაგვი საგნის გამოყენებით თავის არეში დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ერთი მათგანი წალკაში, მეორე კი რუსთავში დააკავეს. 

1979 წელს დაბადებულ მ.შ.-ს ბრალი ედება განზრახ მკვლელობასა და ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობაში, ხოლო 1993 წელს დაბადებულ ნ.ბ.-ს ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობაში. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლისა და და 179-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების „ბ“ ქვეპუნქტებით. 

ჩადენილი დანაშაულები 8-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system