
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ არწივანში 80 წლამდე მამაკაცი მოკლეს. ის გარდაცვლილი საკუთარ სახლში მეზობლებმა იპოვეს. სავარაუდოდ, ბოროტმოქმედები მამაკაცთან სახლში ძარცვის მიზნით შევიდნენ. მოხუცს სხეულზე დაზიანებები აღენიშნება.
როგორც report.ge-ს შსს-დან აცნობეს, გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლითაა დაწყებული, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.