თავში

"წერილი შემოაგდო და გაიქცა, ბიტკოინი რომ წავიკითხე, ცუდად გავხდი" - თეონა თამაზაშვილი

"წერილი შემოაგდო და გაიქცა, ბიტკოინი რომ წავიკითხე, ცუდად გავხდი" - თეონა თამაზაშვილი
წერილი შემოაგდო და გაიქცა, ბიტკოინი რომ წავიკითხე, ცუდად გავხდი - თეონა თამაზაშვილი

23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი ანონიმური წერილის მიღების დეტალებს იხსენებს. 

"რომ გავედი ჯიხურთან, შეშინებული მიყურებდა ყველა. მერე მითხრა ამ ქალბატონმა, ჯიხურის მფლობელმა, შენთვის წერილი დატოვესო.

უთქვამს, თამუნას დედას გადაეცითო, ასე შემოაგდო ეს წერილი და გაიქცა.

ბიტკოინი რომ წავიკითხე ცუდად გავხდი, ჩემთვის ეს შემზარავი იყო. ბიტკოინებს თემას უკვე სულ სხვა მიმართულებით მივყავართ" - ამბობს თეონა თამაზაშვილი.

ცნობისთვის, ბაჩალიაშვილების სახლთან მდებარე მაღაზიაში დაუდგენელმა პირმა წერილი დატოვა. წერილში საუბარია ვერსიაზე, რომ თამარ ბაჩალიაშვილი შესაძლოა მოკლეს, ხოლო მკვლელობა კრიპტოვალუტებთან და ე.წ. ქოლცენტრებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული.

წერილში სქემაა აღწერილი, ვის და რის გამო შეიძლებოდა, მოეკლათ აიტი ტექნოლოგიების 23 წლის სპეციალისტი.

წერილში ნახსენებია რამდენიმე მაღალჩინოსნის გვარიც.

ოჯახის უფლებადამცველი, მიხეილ რამიშვილი, ამბობს, რომ წერილში პოლიციელის გვარი ფიგურირებს.

"ამ პოლიციელის გვარი თავიდანვე ფიგურირებდა საქმეში. ამ წერილით დგინდება ის, რაზეც ჩვენ თავიდანვე ვსაუბრობდით. ეს ბავშვი, თამარ ბაჩალიაშვილი, იყო გარკვეულ ჯგუფთან თანამშრომლობის შედეგის მსხვერპლი. ეს არის დაკავშირებული როგორც ფინანსებთან, ასევე გარკვეულ ინფორმაციასთან, რომელსაც ეს ბავშვი ფლობდა"- აცხადებს ადვოკატი.

ახალგაზრდა კაცი, რომელმაც ოჯახს წერილი დაუტოვა წერს, რომ მკვლელობის ყველა დეტალი იცის და საჭირო დროს ალაპარაკდება. 

შეგახსენებთ, ფონიჭალიდან გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, 4 დღის შემდეგ, 2020 წლის 22 ივლისს, თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.

საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობდა.

2020 წლის 17 დეკემბერს, პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება შეწყვიტა.

ოჯახს, გამოძიების ვერსიის არ სჯერა. თეონა თამაზაშვილი აცხადებს, რომ მისი შვილი მოკლულია.



ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system