თავში

ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვისთვის 42 წლის მამაკაცი დააკავეს

ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვისთვის 42 წლის მამაკაცი დააკავეს
ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვისთვის 42 წლის მამაკაცი დააკავეს

ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე სამართალდამცველებმა 1977 წელს დაბადებული პირი დააკავეს. როგორც Report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ის წარსულში ნასამართლევია. 

პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტი, მჭიდი, 2 მაყუჩი და 6 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system