თავში

წითელ ხიდზე არადეკლარირებული მეორადი ავტონაწილები აღმოაჩინეს

წითელ ხიდზე არადეკლარირებული მეორადი ავტონაწილები აღმოაჩინეს
წითელ ხიდზე არადეკლარირებული მეორადი ავტონაწილები აღმოაჩინეს

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მებაჟე ოფიცრებმა წითელ ხიდზე არადეკლარირებული მეორადი მოხმარების ავტონაწილები აღმოაჩინეს. უწყების ცნობით, კანონდამრღვევი დაჯარიმდა.

უწყების განმარტებით, მებაჟე ოფიცრებმა, საბაჟო გამშვებ პუნქტზე ,,წითელი ხიდი“ ავტომანქანაში, რომელსაც მართავდა საქართველოს მოქალაქე მ.კ. ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, 3815 ლარის ღირებულების არადეკლარირებული მეორადი მოხმარების ავტონაწილები აღმოაჩინეს. 

საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს სანქციის სახით, შეეფარდა ფულადი ჯარიმა, 3815 ლარის ოდენობით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system