თავში

წითელ ხიდზე დიდი ოდენობით არადეკლარირებული თანხა აღმოაჩინეს

წითელ ხიდზე დიდი ოდენობით არადეკლარირებული თანხა აღმოაჩინეს
წითელ ხიდზე დიდი ოდენობით არადეკლარირებული თანხა აღმოაჩინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტზე ,,წითელი ხიდი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, არადეკლარირებული 16 500 000 რუსული რუბლი აღმოაჩინა, რამაც ეროვნული ბანკის სავალუტო გაცვლითი კურსის მიხედვით 760 996.5 ლარი შეადგინა. მათ თანხის უკანონო შემოტანის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს.

"აზერბაიჯანის რესპუბლიკის მხრიდან შემოსული, საქართველოს მოქალაქის ო.გ.-ის მართვის ქვეშ არსებული ავტოსანტრასპორტო საშუალების დათვალიერების შედეგად, სპეციალურად მოწყობილ სამალავში, დიდი ოდენობით არადეკლარირებული თანხა იქნა აღმოჩენილი.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სამართალდარღვევისთვის, აღნიშნულ პიროვნებას სანქციის სახით განესაზღვრა არადეკლარირებული თანხის ჩამორთმევა", - აცხადებენ შემოსავლების სამსახურში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system