თავში

"ცოლი ჯერ მოკლა, შემდეგ კი ეზოში მანქანით გადაუარა" - მარნეულში მომხდარი სასტიკი მკვლელობის დეტალები

"ცოლი ჯერ მოკლა, შემდეგ კი ეზოში მანქანით გადაუარა" - მარნეულში მომხდარი სასტიკი მკვლელობის დეტალები
ცოლი ჯერ მოკლა, შემდეგ კი ეზოში მანქანით გადაუარა - მარნეულში მომხდარი სასტიკი მკვლელობის დეტალები

მას შემდეგ, რაც მარნეულში კაცმა ყოფილი ცოლი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა, მოკლულ ცოლს საკუთარი სახლის ეზოში მანქანით გადაურა. ის ასევე სიმამრსა და ოჯახის სხვა წევრებს გაუსწორდა. 

"მკვლელი არაფხიზელ მდგომარეობაში იყო. ბიჭის ოჯახი ჩვენი ახლო ნათესავია და კონფლიქტი არ გვქონია. 1 თვის წინ დაშორდნენ და ურთიერთობაც ამის შემდეგ დაიძაბა. 

ჩვენი ყოფილი სიძე გუშინ წასულა, იარაღი უყიდია და დღეს ეს უბედურება ჩაიდინა. მოვიდა ეზოში, ჩვენს გოგოს და ოჯახის სამ წევრს ესროლა. მერე გოგოს ზედ გადაუარა მანქანით. აი აქ მოხდა ყველაფერი, სისხლის კვალიც ჩანს. მერე ჩვენი ხალხი მათ სახლში მივიდა და იქაც სისხლიანი გარჩევა მოხდა. ბიჭის მამა დაშავდა და ისიც საავადმყოფოშია",- ამბობს გარდაცვლილების ოჯახის წევრი. 

ცნობისთვის, მარნეულში კაცმა ყოფილი ცოლი და სიმამრი მოკლა, სიდედრი და ცოლის ძმა კი დაჭრა. 

დაჭრილი ს.ა. და ა.პ. სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება დაეწიათ. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე, მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - ცეცხლსასროლი პისტოლეტი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

ოჯახის ორი ან მეტი წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის და ოჯახის ორი ან მეტი წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით და
მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ასევე, 11 პრიმა-19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system