თავში

"ცოლი, შვილები დააბეს, მანქანა, ტელეფონები, ფული წაართვეს..."

"ცოლი, შვილები დააბეს, მანქანა, ტელეფონები, ფული წაართვეს..."
ცოლი, შვილები დააბეს, მანქანა, ტელეფონები, ფული წაართვეს...

ექსპერტი, საქართველოსა და თავისუფალი უნივერსიტეტების ლექტორი დავით კიზირია სოციალურ ქსელში ყაჩაღობის ფაქტის შესახებ წერს. 

მისი ინფორმაციით, წალკის რაიონში ახალზელანდიელების ოჯახი დააყაჩაღეს. 

"SOS!

წალკის რაიონში რამდენიმე წელია ახალზელანდიელების ოჯახი ცხოვრობს. მეურნეობა დაიწყეს, სასტუმროს მშენებლობა - მოკლედ, ინვესტირება მოახდინეს და დიდი გეგმები ქონდათ...
დაახ. საათნახევრის წინ დააყაჩაღეს, როგორც ვიცი ცოლი, შვილები დააბეს, მანქანა, ტელეფონები, ფული წაართვეს...
მოკლედ, ძალიან ცუდი ამბავია, დროზეა საჭირო რეაგირება!
პ.ს. ერთადერთი საშუალება არის მაქსიმალური გასაჯაროება და საზოგადოებრივი კონსოლიდაცია კრიმინალის წინააღმდეგ - სხვა გზას ვერ ვხედავ.
შსს უკვე ინფორმირებულია"
- წერს კიზირია. 

report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system