თავში

წყალტუბოში სასტუმრო დაარბიეს - დაკავებულია 3 პირი

წყალტუბოში სასტუმრო დაარბიეს - დაკავებულია 3 პირი
წყალტუბოში სასტუმრო დაარბიეს - დაკავებულია 3 პირი

იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის წყალტუბოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობის ბრალდებით, 2001 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ქ., 2000 წელს დაბადებული ქ.ქ. და 2004 წელს დაბადებული თ.თ. დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 15 ივნისს, წყალტუბოში, სასტუმრო „არგოს“ ფასადი ქვებით დააზიანეს და ამავე სასტუმროს მფლობელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

დაშავებული მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია. მის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ბრალდებულები არ დაემორჩილნენ შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად მისული სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნას და დაკავების დროს პოლიციელებს წინააღმდეგობა გაუწიეს.

რაიმე საგნის გამოყენებით, ჯგუფურად ჩადენილ ხულიგნობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 2-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system