თავში

თურქეთში ქართველი ქალი სადისტურად მოკლეს

თურქეთში ქართველი ქალი სადისტურად მოკლეს
თურქეთში ქართველი ქალი სადისტურად მოკლეს

თურქეთის ქალაქ სტამბოლში ახალგაზრდა ქართველი ქალი მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ქალს სასიკვდილო ჭრილობები დანით აქვს მიყენებული, მათ შორის ყელის არეში. მოკლულს ერთი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. 

მოკლულის მეგობრის, თამარ სიჭინავას ინფორმაციით, დაჭრილია ახალგაზრდა ქალის მეუღლეც, რომელიც ამჟამად უგონო მდგომარეობაში იმყოფება.

"თეო სადისტურად მოკლეს. ის სახლში მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა. ქმარიც დაჭრილია და უგონო მდგომარეობით იმყოფება საავადმყოფოში. იმედია, როცა გონს მოვა მოყვება რა მოხდა სინამდვილეში.
როგორც პოლიცია ამბობს, სახლში შევიდა 4 ადამიანი და მოხდა კონფლიქტი. მიზეზს არ ამბობენ. რატომ გაიმეტეს ასე ჯერჯერობით არ ვიცით. თეო მეუღლესთან ერთად მუშაობდა ფაბრიკაში,“
- ამბობს „რუსთავი2“-თან მოკლულის მეგობარი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system