თავში

უაქციზო საქონლის გადაზიდვისთვის ერთი პირი დააკავეს

უაქციზო საქონლის გადაზიდვისთვის ერთი პირი დააკავეს
უაქციზო საქონლის გადაზიდვისთვის ერთი პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვისა და გადაზიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი 1 596 ერთეული უაქციზო ელექტრო სიგარეტი, რომლის საბაზრო ღირებულება შეადგენს 47 880 ლარს. 

"გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული შემდგომი გასაღების მიზნით, მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით ახორციელებდა HQD-ს დასახელების განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო ელექტრო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვას", - წერია უწყების განცხადებაში.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system