თავში

უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ორ ფაქტზე სამი პირი დააკავეს

უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ორ ფაქტზე სამი პირი დააკავეს
უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ორ ფაქტზე სამი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გამოვლინდა ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის 2 ფაქტი, რაზედაც დაკავებულია 3 პირი. 

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამეგრელოს რეგიონში ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი 10 338 კოლოფი, ხოლო თბილისში, 1 477 კოლოფი უაქციზო სიგარეტი. 

ამოღებული საქონლის ჯამური საბაზრო ღირებულება 50 000 ლარს აღემატება. გამოძიების პროცესში ასევე ამოღებულ იქნა უაქციზო სიგარეტის გადაზიდვისათვის გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებები.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე- 200 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 8 წლამდე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system