თავში

უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტი გამოვლინდა

უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტი გამოვლინდა
უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტი გამოვლინდა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე, ერთი პირი ამხილეს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ბრალდებულს, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, თბილისის მეტროს სადგურ „დიდუბის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ნებართვის გარეშე, განთავსებული ჰქონდა აზარტული თამაშებისთვის განკუთვნილი აპარატები.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია კანონდარღვევით მოქმედი ორი ერთეული სათამაშო აპარატი. 

"გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1-დან 3 წლამდე ვადით“, - აცნობეს report.ge-ს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან.

შეგახსენებთ, საქსტატის ბოლო მონაცემებით, მიმდინარე წლის ივლისში სისხლის სამართლებრივი დევნა სულ 1 933 პირზე დაიწყო (2019 წლის ივლისთან შედარებით ზრდა 9.3 %), მათ შორის 34 არასრულწლოვანი იყო. სტატისტიკა აჩვენებს, რომ სამეწარმეო ან სხვა ეკონომიკური საქმიანობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებზე ივლისში სამართლებრივი დევნის პროცედურა სულ 46 პირზე დაიწყო. მათ შორის 30 პირს ბრალად ედება მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვება, შენახვა, რეალიზაცია ან გადაზიდვა. აღნიშნული კატეგორიის დანაშაულის ფარგლებში, 13 პირს ედება ბრალი უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისთვის, ხოლო 3 მოქალაქეს უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას (ფულის გათეთრებას) ედავებიან. გასული წლის ივლისში სამეწარმეო ან სხვა ეკონომიკური საქმიანობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის 37 შემთხვევაზე დაიწყო სამართლებრივი დევნა, რაც მიმდინარე წლის ივლისის მონაცემზე 24%-ით ნაკლებია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system