თავში

"ვაქვეყნებთ უწყვეტ ვიდეომასალას" - რა მოხდა რუსთაველის გამზირზე

"ვაქვეყნებთ უწყვეტ ვიდეომასალას" - რა მოხდა რუსთაველის გამზირზე
ვაქვეყნებთ უწყვეტ ვიდეომასალას - რა მოხდა რუსთაველის გამზირზე

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო, სამართალდამცველებმა მოქალაქე გააჩერეს, რომელმაც პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის გამოც დააკავეს. 

ინციდენტის ამსახველ ვიდეომასალას, შსს ოფიციალურ Facebook გვერდზე ავრცელებს. 

"სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტთან დაკავშირებით, სადაც მოქალაქე ი.ა. წერს, რომ პოლიციის თანამშრომლებმა ის უკანონოდ დააკავეს და სიტყვიერი, ასევე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, ვაქვეყნებთ უწყვეტ ვიდეომასალას, სადაც სამართალდამრღვევი პირის აგრესიული ქცევაა ასახული.

აღნიშნული მოქალაქე ქუჩაში პირბადის ტარების წესის დარღვევით გადაადგილდებოდა. პოლიციის თანამშრომლებმა მას მოუწოდეს შეჩერებულიყო. ამის მიუხედავად, ის იყო აგრესიული, არ დაემორჩილა მართლწესრიგის ოფიცრის კანონიერ მოთხოვნას და სამართალდამცველებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა", - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system