თავში

ვანდალიზმის ფაქტი თბილისში - ოკუპაციის მსხვერპლთა მემორიალი დააზიანეს

ვანდალიზმის ფაქტი თბილისში - ოკუპაციის მსხვერპლთა მემორიალი დააზიანეს
ვანდალიზმის ფაქტი თბილისში - ოკუპაციის მსხვერპლთა მემორიალი დააზიანეს

კრწანისის რაიონში მდებარე ოკუპაციის მსხვერპლთა სახელობის პარკში ოკუპაციის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალი დააზიანეს. ამის შესახებ report.ge-ს თბილისის მერიაში განუცხადეს. მათი ცნობით, ფაქტი ამ საღამოს დაფიქსირდა. ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.  

მემორიალი ახლახან, მიმდინარე წლის იანვარში დაიდგა. მისი ავტორი მოქანდაკე ირაკლი წულაძეა, რომელმაც 2019 წლის 6 დეკემბერს, თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა.

მემორიალის კომპოზიცია შედგება ნატურალური ზომის, ბრინჯაოს ორი ფიგურისგან და მათ შორის აღმართული, ნაწრთობი, მრავალშრიანი მინის კედლისგან, სადაც დამონტაჟებულია მინათების სისტემა. კედელი გრავირებულია და მასზე სიმბოლურად მავთულხლართებია დატანილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system