თავში

ვარკეთილში მამაკაცი დაჭრეს

ვარკეთილში მამაკაცი დაჭრეს
ვარკეთილში მამაკაცი დაჭრეს

ვარკეთილში დაჭრაში ბრალდებული პირი .შემთხვევიდან რამდენიმე საათში დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამართალდამცველებმა, 1978 წელს დაბადებული მ.დ. დააკავეს, რომელსაც ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მეგობრის, 1978 წელს დაბადებული პირის დაჭრა ედება ბრალად.

"გამოძიებით დადგინდა რომ, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა, ვარკეთილში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მეგობარი -1978 წელს დაბადებული კ.მ.- ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ქვედა კიდურის არეში დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა მ.დ. მომხდარიდან რამდენიმე საათში,ცხელ კვალზე დააკავეს",- ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.  

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - გლუვლულიანი თოფი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის
უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 118-ე
და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system