თავში

ვატო ყიფიანი ქვეყნიდან გავაძევეთ - უკრაინის ეროვნული პოლიცია

ვატო ყიფიანი ქვეყნიდან გავაძევეთ - უკრაინის ეროვნული პოლიცია
ვატო ყიფიანი ქვეყნიდან გავაძევეთ - უკრაინის ეროვნული პოლიცია

უკრაინამ ე.წ. კანონიერი ქურდი ვატო ყიფიანი ქვეყნიდან გააძევა. აღნიშნული ინფორმაცია უკრაინის ეროვნული პოლიციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა

უწყების განმარტებით, ეროვნული პოლიციის სტრატეგიული გამოძიების დეპარტამენტის ოფიცრებმა, მიგრაციის სახელმწიფო სამსახურთან ერთად, ე.წ კრიმინალური ავტორიტეტი იძულებით დააბრუნეს მისი წარმომავლობის ქვეყანაში.

„ის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს სანქცირებულთა სიაში იყო შეყვანილი, როგორც პირი, რომელიც თავისი მოქმედებით ჩვენი სახელმწიფოსა და მოქალაქეების ეროვნულ უსაფრთხოებას შეიძლება საფრთხე შეუქმნას.

საქართველოს 42 წლის მოქალაქე, რამდენჯერმე ნასამართლევი  ვატო ყიფიანი, მანამდე უკვე დააკავეს სხვა ქვეყნების სამართალდამცავმა ორგანოებმა მძიმე დანაშაულების ჩადენისთვის, მათ შორის მკვლელობისთვის.

უკრაინაში იგი წარმოადგენდა კრიმინალურ სამყაროში გავლენიანი რუსი და ქართველი "კანონიერი ქურდების" ინტერესებს, აკონტროლებდა გამოძალვისა და ქურდობის დაჯგუფებებს და უშუალოდ იყო ორგანიზატორი კრიმინალური შეკრებების.

სამართალდამცავი ორგანოების მიერ უკრაინაში კრიმინალური გავლენის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, სამართალდამცავებმა ვატო ყიფიანი იძულებით დააბრუნეს წარმოშობის ქვეყანაში, აუკრძალეს მას ქვეყანაში შესვლა“, - აცხადებენ ეროვნულ პოლიციაში.

ვატო ყიფიანი განზრახ მკვლელობის მომზადების საქმეზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system