თავში

ვაჟა-ფშაველას გამზირზე ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

ვაჟა-ფშაველას გამზირზე ახალგაზრდა კაცი დაჭრეს
ვაჟა-ფშაველას გამზირზე ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე ახალგაზრდა კაცი, ცივი იარაღით დაჭრეს.

წინასწარი ინფორმაციით, დაჭრას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი, მას ჭრილობა გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული.

არსებული ინფორმაციით,  მისი  ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში report.ge-ს განუცხადეს, დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს.

მათივე ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system