თავში

ვინ არის ახალქალაქში მოკლული ახალგაზრდა კაცი

ვინ არის ახალქალაქში მოკლული ახალგაზრდა კაცი
ვინ არის ახალქალაქში მოკლული ახალგაზრდა კაცი

გუშინ ახალქალაქში მოკლული 27 წლის კაცი ვართიკ მირანიანია. 

სოფელ კულიკამში, მოკლული ახალგაზრდის ოჯახი და ახლობლები გარდაცვალების მიზეზებზე ჯერ არ საუბრობენ.

ადგილობრივებს ინფორმაცია არ აქვთ წაიყვანეს თუ არა სოფლიდან გამოკითხვაზე ვინმე.

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება მოხდა ახალქალაქში. ორ ჯგუფს შორის შეტაკებას მსხვერპლი მოჰყვა.

მასიური შეტაკება ქალაქში ორ ჯგუფს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც 27 წლის კაცი მოკლეს. ამის შემდეგ ერთ-ერთი სასტუმროს კარი და ფანჯრები ჩაამტვრიეს და ცეცხლი გაუჩინეს. დამწვარია კიდევ 2 სახლი.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში Report.ge-ის განუცხადეს, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობისა და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.

ახალქალაქში განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system