თავში

ვინ არის ავჭალაში ჩაცხრილული ვალერიან ნემსიწვერიძე - ახალი დეტალები

ვინ არის ავჭალაში ჩაცხრილული ვალერიან ნემსიწვერიძე - ახალი დეტალები
ვინ არის ავჭალაში ჩაცხრილული ვალერიან ნემსიწვერიძე - ახალი დეტალები

ავჭალაში მანქანაში ჩაცხრილული ვალერიან ნემსიწვერიძე წყალტუბოს მკვიდრია. ის 41 წლის იყო. ნემსიწვერიძე ბოლო დროს ბიზნესით იყო დაკავებული. 

წყალტუბოში მის სახლთან მეზობლები შეიკრიბნენ, რომლებიც ამბობენ, რომ ის თბილისშიც ცხოვრობდა. მეზობლებმა ნემსიწვერიძე ბოლოს წყალტუბოში, მკვლელობამდე ორი დღით ადრე ნახეს.

ვალერიან ნემსიწვერიძის ოჯახის წევრებს მომხდარზე საუბარი არ სურთ და არც ვერსიები აქვთ თუ რა შეიძლებოდა გამხდარიყო 41 წლის კაცის მკვლელობის მიზეზი.

ოჯახის ადვოკატი ნიკა წულეისკრი ამბობს, რომ ვალერიან ნემსიწვერიძე წარსულში ერთხელ იყო ნასამართლევი, თუმცა სტრასბურგის სასამართლომ მის წინააღმდეგ ბრალი უკანონოდ სცნო. 

უფლებადამცველის თქმითვე, ნემსიწვერიძე არ იღებდა მონაწილეობას ციხის ბუნტში. 

როგორც report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 236-ე მუხლის (ცეცხლსასროლი იარაღის, მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) მე-3 და მე-4 ნაწილით მიმდინარეობს. სხვა დეტალებზე უწყებაში ჯერჯერობით არ საუბრობენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system