თავში

ვინ არის დუშეთში მოკლული ქალი - სასტიკი დანაშაულის დეტალები

ვინ არის დუშეთში მოკლული ქალი - სასტიკი დანაშაულის დეტალები
ვინ არის დუშეთში მოკლული ქალი - სასტიკი დანაშაულის დეტალები

დუშეთში, სოფელ პავლეურში გვიან ღამით მოკლული 59 წლის ქალი, ნაირა გულბათაშვილია. ის მარტოხელა იყო. 

ადგილობრივების ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე 25 წლის ბიჭია, ოჯახის ნათესავია, რომელიც ძალადობრივ ქმედებებში ადრეც იყო შემჩნეული. მეზობლების ინფორმაციით, აღნიშნული პიროვნება გვიან ღამით გულბათაშვილს სახლში მიუვარდა. 

ახლობლები ამბობენ, რომ 25 წლის ახალგაზრდას ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. 

"თვითონ დარეკა ოჯახში, მგონი მამიდა მოვკალიო. შემდეგ გარდაცვლილის ძმა მოვიდა და აღმოაჩინა, რომ მისი და მოკლული იყო. დამნაშავე არ დაუკავებიათ, ეძებენ" - ამბობს მეზობელი.

მკვლელობის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. თუმცა ადგილობრივები ეჭვობენ, რომ მოტივი ძარცვა, ქურდობა, ან ყაჩაღობა ვერ იქნებოდა, რადგან მოკლული ხელმოკლედ ცხოვრობდა. 

როგორც report.ge-ს შსს-შ განუცხადეს, მომხდარზე გამოძიძება 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. ამ ეტაპზე უცნობია, არის თუ არა სავარაუდო დამნაშავე დაკავებული. როგორც პრესცენტრში ამბობენ, მიმდინარეობს საგამოძიებლო მოქმედებები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system