თავში

ვინ არის ტყიბულში საკუთარ მანქანაში ჩაცხრილული და რას ყვებიან ოჯახის ახლობლები - PHOTO

ვინ არის ტყიბულში საკუთარ მანქანაში ჩაცხრილული და რას ყვებიან ოჯახის ახლობლები - PHOTO
ვინ არის ტყიბულში საკუთარ მანქანაში ჩაცხრილული და რას ყვებიან ოჯახის ახლობლები - PHOTO

ტყიბულში მოკლული 40 წლის ზაურ (კუკა) სოფრომაძე, თერჯოლაში, საცხოვრებელ სახლში გადაასვენეს.

არსებული ინფორმაციით, კაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ოთხი ჭრილობა მიაყენეს.

მოკლულის ახლობლები ამბობენ, რომ მამაკაცი ტყიბულში ნათლოაბაზე იმყოფებოდა.

"გავიგეთ მოკლესო. საქმიანობით არაფერს საქმიანობდა, ოჯახში იყო. ვიცით რომ საკუთარ მანქანაში იჯდა. მტრები თუ ყავდა ამასაც ვერ გეტყვით. 40 წლამდე იყო, ორი პატარა შვილი ყავს. ტყიბულში ნათლობაზე იყო წასული, რომლის შემდეგაც მოხდა ეს ამბავი," - აცხადებენ მოკლულის ოჯახის ახლობლები. 

შეგახსენებთ, რომ ტყიბულში ახალგაზრდა კაცი მოკლეს.

როგორც Report.ge-ს შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მათივე ინფორმაციით, მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system