თავში

ვინ არის ვერაზე დაჭრილი ახალგაზრდა - ახალი დეტალები

ვინ არის ვერაზე დაჭრილი ახალგაზრდა - ახალი დეტალები
ვინ არის ვერაზე დაჭრილი ახალგაზრდა - ახალი დეტალები

თბილისში, ვერაზე მომხდარი დაპირისპირების შესახებ, რა დროსაც ახალგაზრდა კაცი დაჭრეს, ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

ანჯაფარიძის ქუჩაზე დაჭრილი მამაკაცი 22 წლის ნიკა კვარაცხელიაა.

ის ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი. 

თვითმხილველები ამბობენ, რომ დაახლოებით 9 გასროლის ხმა გაიგეს. 

გავრცელებული ინფორმაციით, პირი, რომელმაც ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრა, ავტომობილით მიიმალა.

დაპირისპირების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. 

როგორც report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სამართლის კოდექსის ორი, განზრახ მკვლელობის მცდელობისა (19-108-ე) და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის (236-ე) მუხლით დაიწყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system