თავში

ვინ და რატომ გეგმავდა გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას

ვინ და რატომ გეგმავდა გიორგი
ვინ და რატომ გეგმავდა გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას

თბილისში დააკავეს რუსეთის მოქალაქე ვასამბეგ ბადრის ძე ბოკოვი, ეთნიკურად ინგუში, რომელიც გეგმავდა გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას, ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის დაკვეთით,-ამის შესახებ განცხადება "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა გააკეთა. ნიკა გვარამიას თქმით გიორგი გაბუნიაზე მიმდინარეობდა თვალთვალი თვეების განმავლობაში. 

ნიკა გვარამიას თქმით, ინფორმაცია ქართველ სამართალდამცავებს უკრაინის სპეცსამსახურებმა მიაწოდეს. 

გვარამია აცხადებს, რომ ეს ყველაფერი დაიწყო "რუსთავი 2" - დან და გიორგი გაბუნიას მიერ გაკეთებულ განცხადებას უკავშირდება, რომელიც რუსეთის და მისი ლიდერის მიმართ არხის პოზიციას არ გამოხატავდა. 

შეგახსენებთ, რომ სპეცოპერაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ქავთარაძის ქუჩაზე პარასკევს ჩაატარა თუმცა უცხო ქვეყნის მოქალაქის დაკავების მიზეზად უწყებას გიორგი გაბუნიას სავარაუდო ლიკვიდაცია არ დაუსახელებია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system