თავში

"ვიყავი ამოცნობაზე... ნამდვილად ჩემი შვილია.."- 26 წლის ყაზახ გოგოს დღეს გადაასვენებენ

"ვიყავი ამოცნობაზე... ნამდვილად ჩემი
ვიყავი ამოცნობაზე... ნამდვილად ჩემი შვილია..- 26 წლის ყაზახ გოგოს დღეს გადაასვენებენ

"მე ვთხოვ ყველას, თუ კი რაიმე ვიდეო არსებობს, სადაც მკვლელობის რაიმე დეტალია ასახული, მიიტანონ პოლიციაში"- ამის შესახებ საქართველოში საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი 26 წლის ყაზახი ქალის, ასელ აიტპაევას დედამ განაცხადა.

გარდაცვლილის დედის თქმით, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ასელმა თვითმკვლელობა მანამდეც სცადა მცდარია.

"გუშინდელი დღე ძალიან მძიმე იყო ჩემთვის, ვიყავი ამოცნობაზე და გარდაცვლილი ნამდვილად ჩემი შვილია დარწმუნებული ვარ, რომ ეს მკვლელობა იყო. ვითხოვ ქართულმა მხარემ მოახდინოს მურად მეინეკოვის ექსტრადირება საქართველოში. გუშინ ძირითადად აუდიო ჩანაწერს ვეცნობოდი, სწორედ ის მაძლევს მკვლელობის ვერსიაზე მსჯელობის საფუძველს. ვფიქრობ მკვლელობაში დამნაშავეები არიან ბესო, მურადი და აიოსი. გარკვეული მტკიცებულებები გადავეცი პოლიციას, მაგრამ რადგან გამოძიება მიმდინარეობს ჯერ ვერ გეტყვით. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ასელს თვითმკვლელობის მცდელობა მანამდეც ჰქონდა ეს ტყუილია . დღეს ყაზახეთში მივდივარ და ჩემ შვილსაც დღეს გადავასვენებ. მე ვთხოვ ყველას, თუ კი რაიმე ვიდეო არსებობს სადაც მკვლელობის რაიმე დეტალია ასახული მიიტანონ პოლიციაში. ჩემ შვილს გარდაცვალებამდე ორი საათით ადრე ვესაუბრე და არაფერი უთქვამს, რომ რამე პრობლემა ჰქონდა თუმცა ვთხოვე რომ ჩამოვსულიყავი",- განაცხადა გარდაცვლილი ასელის დედამ.

შეგახსენებთ, 5 მაისს ახალგაზრდა ქალმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. 26 წლის გოგო, რომელიც თბილისში გააუპატიურეს და მერვე სართულიდან გადახტა, ყაზახეთის მოქალაქე ასელ აიპაევაა.

საქართველოს პროკურატურის ცნობით, აპრილში საქართველოში სამუშაოდ ჩამოსული გოგოს მიმართ განხორციელდა ფსიქოლოგიური და სექსუალური ძალადობა.

2021 წლის 5 მაისს, თბილისში, ბ.თ. -მ ფსიქოლოგიური ზემოქმედებით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით ასელ აიპაევა გააუპატიურა. ბ.თ.-ს ქმედების შედეგად მძიმე ფსიქო-ტრამვულ მდგომარეობაში მყოფი ქალი მერვე სართულიდან გადახტა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

შსს-მ 6 მაისს დააკავა ბრალდებული, 57 წლის ბესიკ თოდუა, რომელმაც გამოძიების ინფორმაციით, ის გააუპატიურა. პროკურატურამ კი დაკავებულს ბრალი 7 მაისს წარუდგინა. ბრალდებულს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით (გაუპატიურება, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია და თვითმკვლელობამდე მიყვანა, მსხვერპლისადმი მუქარით მისი პატივის და ღირსების სისტემატური დამცირებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system