თავში

ვრცელდება ვიდეო, სადაც ფოთში მომხდარი მკვლელობაა ასახული

ვრცელდება ვიდეო, სადაც ფოთში მომხდარი მკვლელობაა ასახული
ვრცელდება ვიდეო, სადაც ფოთში მომხდარი მკვლელობაა ასახული

ტელეკომპანია "ფორმულა" ფოთში მომხდარი მკვლელობის ვიდეო კადრებს ავრცელებს. ვიდეომასალა შსს-ს მომსახურების სააგენტოს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სათვალთვალო კამერით არის გადაღებული.

კადრებში ჩანს ნიღბიანი პირი, რომელიც მომსახურების სააგენტოს ეზოში შედის და უახლოვდება ავტომობილს, რომლითაც გურამ ახალაია გადაადგილდებოდა. ამის შემდეგ ის დამიზნებით რამდენჯერმე ესვრის მსხვერპლს სავარაუდოდ თავის არეში.

ვიდეოს სანახავად გადადით ლინკზე.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, ფოთში, ახალგაზრდა მამაკაცი საკუთარ მანქანაში ჩაცხრილეს.

გავრცელებული ინფორმაციით, მოკლული მამაკაცი და სავარაუდო ეჭვმიტანილი წარსულში დაპირისპირებულები იყვნენ. 


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system