თავში

ზესტაფონში მამაკაცმა ინტერნეტის გამანაწილებელი ანძა დაწვა

ზესტაფონში მამაკაცმა ინტერნეტის გამანაწილებელი ანძა დაწვა
ზესტაფონში მამაკაცმა ინტერნეტის გამანაწილებელი ანძა დაწვა

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ სვირში ადგილობრივმა მამაკაცმა, მისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ დამონტაჟებული ინტერნეტის გადამცემი მოწყობილობები დაწვა. 

ადგილობრივების ინფორმაციით, ინტერნეტის გამანაწილებელი დანადგარები ადამიანის სიმაღლეზე იყო დამონტაჟებული, რომელიც მამაკაცმა დაწვა. 

მათივე თქმით, მამაკაცი უკმაყოფილებას ხშირად გამოთქვამდა და ამბობდა, რომ აღნიშნულ დანადგარს გამოსხივება ჰქონდა. 

როგორც Report.ge-ს შსს-ში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანებას, ან განადგურებას გულისხმობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system