თავში

ზუგდიდის სოფლებში კონტრაბანდული სიგარეტი აღმოაჩინეს

ზუგდიდის სოფლებში კონტრაბანდული სიგარეტი აღმოაჩინეს
ზუგდიდის სოფლებში კონტრაბანდული სიგარეტი აღმოაჩინეს

 ზუგდიდის რაიონის სოფელ ნაწულუკუსა და აბაშის რაიონის სოფელ ქორობანში სამართალდამცველებმა 169 ბლოკი (33 800 ღერი) უაქციზო თამბაქოს ნაწარმის ტრანსპორტირების ორი ფაქტი გამოავლინეს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. 

უწყების ცნობით, კანონდამრღვევ მოქალაქეებს საქონელი ჩამოერთვათ. 

"საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი. აღნიშნულ ფაქტებზე, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შესაძლო დანაშაულის ნიშნების არსებობის გამო, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, საქმეთა მასალები, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა“ - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system