თავში

ზუგდიდის ციხის ყოფილი დირექტორი დააკავეს

ზუგდიდის ციხის ყოფილი დირექტორი დააკავეს
ზუგდიდის ციხის ყოფილი დირექტორი დააკავეს

სამართალდამცველებმა ზუგდიდის ციხის ყოფილი დირექტორი, ამირან ჯანაშია დააკავეს. მას იარაღის უკანონო შენახვა-ტარებას ედავებიან. 

ამირან ჯანაშია იმ დროს აიყვანეს როცა ის თბილისიდან სენაკის მიმართულებით გადაადგილდებოდა.

დაკავებულის ახლობლების განცხადებით, ჯანაშიას იარაღი ჩაუდეს, რადგან ხელისუფლების მიმართ ოპოზიციურად იყო განწყობილი.

ადგილზე იმყოფებიან დაკავებულის ახლობლები და ოპოზიციის წარმომადგენლები.

"ამირან ჯანაშია არის ყოფილი ძალოვანი, თადარიგის ოფიცერი, რომელიც თბილისიდან ბრუნდებოდა უკან და ამ შემთხვევაში, უკვე, სამეგრელოს პოლიცია ჩართეს, წინა შემთხვევებში იყვნენ თბილისი და იმერეთის სპეცდანიშნულების და ოპერატიული სამსახურები. ახლა, ამ შემთხვევაში, სამეგრელოს პოლიციამ ჩაატარა ეს ღონისძიება როგორც და როგორც ვიცი, 236-ე მუხლით არის, ეს არის იარაღის უკანონო ტარება. 

ეს იმ სიბინძურის გაგრძელება არის, რა სიბინძურეც დაანონსა პრემიერ - მინისტრად წოდებულმა ღარიბაშვილმა და ამის შემდეგ წავიდა ეს მოქმედებები. პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ხობის პოლიციის ყოფილი უფროსი, ლექსო რაფავა დააკავეს და სახლში, ბავშვის და მეუღლის საწოლის ლეიბიდან ამოუღეს ცეცხლსასროლი ავტომატური იარაღი და ხელყუმბარები. ამ სიბუნძურეზე წავიდნენ. შემდეგ შევიდნენ სამმართველოს ყოფილი უფროსოს, რუსლან შომახიას სახლში. მან წინასწარ იციდა, რომ მასზე იყო რაღაც მოქმედებები, ამიტომ სახლში არ დახვდა. იქ რომ არ დახვდათ გადაიფიქრეს და წაიღეს მისი კუთვნილი სანადირო თოფი. ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ კიდევ აპირებდნენ თადარიგის ოფიცრების დაკავებას. ყველას მოვუწოდებ, ხვალ მოვიდნენ არჩევნებში და მიიღონ მონაწილეობა. ვაფრთხილებ ყველა იმ პოლიციელს, ვინც ამ სიბინძურეში მიიღო მონაწილეობა, არავის ეს არ შერჩება, ისინი წარსდგებიან მართლმსაჯულების წინაშე იმიტომ, რომ მსგავსი სიბინძურეები ამ ქვეყანაში უნდა მორჩეს“, - განაცხადა თენგიზ გუნავამ.

report.ge-ს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, რომ ამირან ჯანაშია დაკავებულია სსკ-ის 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system