თავში

ზუგდიდის საავადმყოფოში ოკუპირებული აფხაზეთიდან დაჭრილი კაცი შეიყვანეს

ზუგდიდის საავადმყოფოში ოკუპირებული აფხაზეთიდან დაჭრილი კაცი შეიყვანეს
ზუგდიდის საავადმყოფოში ოკუპირებული აფხაზეთიდან დაჭრილი კაცი შეიყვანეს

ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში ოკუპირებული აფხაზეთიდან დაჭრილი მამაკაცი შეიყვანეს. როგორც report.ge-ს ზუგდიდის საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა, სულხან ორჟონიამ განუცხადა, დაჭრილს პირველადი დახმარება გაუწიეს, რის შემდეგაც ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ორჟონიას განცხადებით, მისი მდგომარეობა სტაბილურია. 

,,შემოიყვანეს 45 წლამდე ასაკის მამაკაცი, მიყებული ჰქონდა ჭრილობა, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით, მარცხენა ბარძაყის შუა მესამედის არეში, პირველადი დახმარება გავუწიეთ და გადაიყვანეს ქუთაისში. პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, ის კონტაქტური და ადეკვატური იყო", - განაცხადა ორჟონიამ. 

შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს. 

როგორც report.ge-ს სუს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი და მიმდინარეობს მოკვლევა.

მომხდარის შესახებ სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system