თავში

ზუგდიდში ახალგაზრდა ქალი ნაცნობმა დააყაჩაღა

ზუგდიდში ახალგაზრდა ქალი ნაცნობმა დააყაჩაღა
ზუგდიდში ახალგაზრდა ქალი ნაცნობმა დააყაჩაღა

სამართალდამცველებმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რიყის მიმდებარედ მომხდარ ჯგუფური ყაჩაღობის ფაქტზე კიდევ ერთი პირი - 1989 წელს დაბადებული ე.ჯ. დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ამავე საქმესთან დაკავშირებით, ასევე, ბრალდებულის სახით დაკავებულია 1983 წელს დაბადებული ე.გ.

,,გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ე.გ.-მ თანამზრახველ ე.ჯ.-სთან ერთად დაგეგმა მისი ნაცნობის - 1994 წელს დაბადებული ქალის ყაჩაღობა. პოლიციამ, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებულები მომხდარიდან მალევე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დააკავა. სამართალდამცველებმა ნივთმტკიცების სახით ყაჩაღობის გზით, მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული ოქროს სამკაულები ამოიღეს", - აცხადებენ შსს-ში.

უწყების ცნობით, ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system