
ზუგდიდში მაღაზიიდან ე.წ ნისიების რვეული მოიპარეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო "რადიო ათინათი" ავრცელებს.
მაღაზიის მეპატრონის თქმით რვეულის გარდა წაღებულია ერთი საოჯახო ნაყინი. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.
მაღაზიის მიმდებარე ტერიტორია ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული.
სალომე კაპანაძე
ავტორი