თავში

ზუგიდში სავალუტო ჯიხური გაძარცვეს

ზუგიდში სავალუტო ჯიხური გაძარცვეს
ზუგიდში სავალუტო ჯიხური გაძარცვეს

ზუგდიდში სავალუტო გადამცვლელ პუნქტში ქურდობა მოხდა. პოლიციამ 1964 წელს დაბადებული პირი დააკავა, რომლსაც პირადი ჩხრეკისას მოპარული ფული თან აღმოაჩნდა. 

"გამოძიებამ დაადგინა, რომ ბ.ხ.-მ ქალაქ ზუგდიდში, ვალუტის გადამცვლელი პუნქტიდან დიდი ოდენობით ფული მოიპარა და მიიმალა. პოლიციამ, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული რამდენიმე საათში, ქალაქ ზუგდიდში დააკავა.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს მოპარული ფული", - აცხადებენ შსს-ში.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს მოპარული ფული.

დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.



ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system