თავში

ბრალდებულები თურქეთის მოქალაქეებს პოლიციელებად გაეცნენ და 20 ათასი დოლარის გამოძალვა სცადეს - VIDEO

ბრალდებულები თურქეთის მოქალაქეებს პოლიციელებად გაეცნენ და 20 ათასი დოლარის გამოძალვა სცადეს - VIDEO
ბრალდებულები თურქეთის მოქალაქეებს პოლიციელებად გაეცნენ და 20 ათასი დოლარის გამოძალვა სცადეს - VIDEO

სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით, თბილისში 2 პირი: 1966 წელს დაბადებული გ.ს. და 1974 წელს დაბადებული ლ.ნ. დააკავეს.

ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები თურქეთის რესპუბლიკის 2 მოქალაქეს, როგორც პოლიციის თანამშრომლები, ისე გაეცნენ - მოატყუეს, თითქოს ერთ-ერთი მათგანი ინტერპოლის მიერ ძებნილ პირთა სიაში იმყოფებოდა და მუქარით ცდილობდნენ 20 000 აშშ დოლარის გამოძალვას.

პოლიციამ, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული თანხა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით ჯგუფურად ჩადენილ გამოძალვის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system