სამართალდამცველებმა ათონის მთაზე მოღვაწე ბერი დააკავეს. გამოძიება მას დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ფლობას ედავება.
როგორც report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულია კიდევ ერთი პირი.
აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვს წლამდე.